ჭიათურა
ჭიათურა
понедельник, 3 января 2011 г.
კათედრის წევრები
1.ბრეგვაძე ცირა (ბიოლოგიის მასწავლებელი).
2.ციცვიძე ელზა (ფიზიკის მასწავლებელი).
3. ბოჭორიშვილი ლელა (ბიოლოგიის მასწავლებელი)
4.ლომიძე ხათუნა (ქიმიის მასწავლებელი).
5.ნოზაძე თემურ (ფიზიკის მასწავლებელი)
გაკვეთილის გეგმა თემაზე: "პოლიმერები"
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა | ბუნებრივი და ხელოვნური პოლიმერი.
|
სწავლების საფეხური | III საფეხური, Xკლასი |
მოსწავლეთა პროფილი | 25 მოსწავლე, განსაკუთრებული მიდგომების, ან საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | პოლიმერების მიღება ქიმიური ტექნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მოსწავლეები წინა გაკვეთილზე შესწავლილ ზოგად მასალას- “ქიმიური ტექნოლოგია” დაუკავშირებენ მის კონკრეტულ ამოცანას და გაიაზრებენ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მასალის ცოდნა. გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს კვლევის, ანალიზის უნარის განვითარებაში. გარდა ამისა, პოლიმერები ფართოდაა გავრცელებული, როგორც მასალა, რომლისგანაც მრავალი საყოფაცხოვრებო ნივთია დამზადებული, ამიტომ ამ საკითხის ცოდნა დაეხმარება მოსწავლეებს მარტივი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში. მომდევნო გაკვეთილზე ისინი უფრო დაწვრილებით პრაქტიკულად გამოიკვლევენ პოლიმერებს. |
გაკვეთილის მიზნები შედეგები | მოსწავლეები შეძლებენ დააკავშირონ ერთმანეთთან პოლიმერის შედგენილობა და თვისებები, მოახდინონ მათი კლასიფიკაცია, შეადარონ მათი თვისებები, Gგამოყონ ნაკლი და უპირატესობა. მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები: ქიმ. X. 1. მოსწავლე იკვლევს ქიმიის როლს ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ერთმანეთს ადარებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ (მაგ. აბრეშუმი, მერქანი) და ხელოვნურ (მაგ. კაპრონი, მინაბოჭკო) მასალებს. მსჯელობს თითოეულის უპირატესობასა და გამოყენების სფეროზე. • ქრონოლოგიური თვალსაზრისით განიხილავს ბუნებრივი მასალების ხელოვნურით ჩანაცვლების პროცესს კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით. აანალიზებს ამ პროცესის დადებით და უარყოფით მხარეებს.
ქიმ.X.4. განიხილავს მნიშვნელოვან ქიმიურ აღმოჩენებს ისტორიულ ჭრილში, მათი აღმოჩენის წინაპირობებს, მათ მნიშვნელობას თანამედროვე ადამიანის ყოფა-ცხოვრებასა და მრეწველობაში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოიძიებს ინფორმაციას პოლიმერიზაციის მოვლენის შესწავლის შესახებ და აფასებს ამ მოვლენის აღმოჩენის როლს თანამედროვე მასალების შექმნის საქმეში.
|
წინასწარი ცოდნა | მოსწავლეები ასხვავებენ ორგანულ და არაორგანულ, მაღალმოლეკულურ და დაბალმოლეკულურ ნაერთებს, იციან ნედლეულის კლასიფიკაცია, ქიმიური ტექნოლოგიის ძირითადი პრინციპები. |
შეფასების საგანი და პროცედურები | Mმოსწავლეები ფასდებიან როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებით. Mმასწავლებელი აფასებს ჯგუფების მუშაობას განმავითარებელი შეფასებით, ხოლო ინდივიდუალურად ფასდებიან ჩართულობის, ექსპერიმენტის დაზეპირი პრეზენტაციის მიხედვით .(იხ.შეფასების რუბრიკები ). |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | X კლასის ქიმიის სახელმძღვანელო (ავტ. მ. ვარდიაშვილი, ს. ადამია), კომპიუტერი, პროექტორი. ქიმიური ჭურჭელი, დაფა, ცარცი, ფორმატის ქაღალდი, მარკერი, პოლიმერების ნიმუშები, რეაქტივები (მჟავა, ტუტე), სპირტქურა, წყალი. Kკომპიუტერული პროგრამები MS Word, MS PP, VUE, Paint, საძიებო სისტემები Google, You Tube, Yandex. |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | მისალმება, მოსწავლეთა აღრიცხვა, მათი განწყობის გაგება. (3წთ.) მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა მასალისაგან დამზადებულ საგნებს, მაგ. პოლიეთილენის პარკს, გაზიანი წყლის ბოთლს, ერთჯერად ჭურჭელს, სხვადასხვა ქსოვილის ნიმუშს, ავტოკალამს და სხვ. და სვამს კითხვას: როგორ ფიქრობთ, რა საერთო აქვთ ამ საგნებს? პასუხებს აფიქსირებს დაფაზე ან მარკერით ფორმატის ქაღალდზე. თუ მოსწავლეებს დასკვნის გამოტანა უჭირთ, მასწავლებელი კითხულობს, რა მასალისგანაა დამზადებული თითოეული საგანი და საბოლოოდ ფიქსირდება პასუხი, რომ ყველა ეს ნივთი დამზადებულია პოლიმერისაგან. (5 წთ.)
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გაიხსენონ წინა კლასში ნასწავლი მასალა, კერძოდ, რა არის პოლიმერი, მონომერი, პოლიმერიზაციის ხარისხი, სტრუქტურული რგოლი. ეს პასუხებიც ფიქსირდება. (3 წთ.)
ამის შემდეგ მასწავლებელი კვლავ სთავაზობს მოსწავლეებს, შეამოწმონ, კარგად ახსოვთ თუ არა ეს საკითხები და ამისათვის ნახონ სპეციალურად ამ თემაზე მომზადებული პრეზენტაცია. მას ატარებს მასწავლებელი. პრეზენტაციაში ჩართულია ორი ვიდეორგოლი You Tube –დან (ორივე ერთად სამწუთიანი). (15 წთ.) პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება. I ჯგუფი იკვლევს ბუნებრივი პოლიმერის ნიმუშებს სიმსუბუქის, სიმტკიცის, წყლის, მჟავის, ტუტის მიმართ მედეგობის მისედვით. II ჯგუფი იკვლევს სინთეზურ მასალებს. III ჯგუფს ეძლევა დავალება სახელმძღვანელოდან: დიაგრამის გაანალიზება. IV ჯგუფი ასევე სახელმძღვანელოდან ადგენს ცხრილს: “მცენარისაგან მიღებული ბუნებრივი და ხელოვნური მასალები.” V ჯგუფს ეძლევა დავალება, მიცემული პოლიმერების ფორმულებიდან გამოყოს მონომერები. (10 წთ.) დავალების შესრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს. I და II ჯგუფი ადარებს ბუნებრივ და სინთეზურ მასალებს და გამოაქვს დასკვნა, რა ნაკლი და უპირატესობა აქვს თითოეულ მათგანს, სად არის უმჯობესი მათი გამოყენება. (10 წთ. ) ამის შემდეგ მოსწავლეები წერენ თემის მოკლე რეზიუმეს და რამდენიმე მათგანი მას კითხულობს. (5წთ.) მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს და აძლევს საშინაო დავალებას: წაიკითხონ სახელმძღვანელოში არსებული ტექსტი „ისტორიულ ჭრილში“ და შემდეგი გაკვეთილისათვის მოამზადონ ერთ– ერთი რეფერატი არჩევით: „პოლიმერების აღმოჩენის ისტორია,“ „ბუნებრივი თუ სინთეზური“ ან მოიძიონ ინფორმაცია რომელიმე პოლიმერის თვისებებისა და გამოყენების შესახებ. (4 წთ).
|